logo
ENG



შემოსავლების სამსახურის 430 თანამშრომლიდან 9-ს კორონავირუსი დაუდასტურდა

10 ოქტ 202018:16
3 წუთის საკითხავი
 
შემოსავლების სამსახურის 430 თანამშრომლიდან 9-ს კორონავირუსი დაუდასტურდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 9 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 1-9 ოქტომბერს კორონავირუსზე ტესტირება 430 თანამშრომელს ჩაუტარდა. მათივე ცნობით, ინფიცირებული თანამშრომლების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საბაჟო დეპარტამენტის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ, 1-ლი ოქტომბრიდან, 9 ოქტომბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, მიზნობრივი ტესტირება, ანტიგენსა და ანტისხეულზე, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ ავტოსატრანსპორტო საშუალების 6 521 მძღოლს (როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქე პირები) ჩაუტარდა.

"დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ობიექტებზე რისკ ჯგუფებში შემავალი პირებისა და საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების მძღოლების ტესტირების პროცესი კვლავ გაგრძელდება",- ნათქვამია განცხადებაში.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 8252 ტესტი. გარდაიცვალა კიდევ 6 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 253. 

ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 11 271 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 6 119 პაციენტი განიკურნა, ხოლო 78 გარდაიცვალა.

 


close დახურვა